ხევსურეთის სიყვარულით შექმნილი კაფე და სახელოსნო - ახალგაზრდა ოჯახის საქმიანობა ისტორიულ შატილში

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

მარგარეტ დაიაურისა და გიორგი ჭინჭარაულის ისტორიას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს იმდენად, რამდენადაც მათ 21-ე საუკუნეში შატილში პირველი ოჯახი შექმნეს. მარგარეტი, პროფესიით დიზაინერი, 22 წლის იყო, როჸსაც თბილისში ყველაფერი დატოვა და შატილში მოხალისე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. "მე მარგარეტი ვარ − ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში მასწავლებლად წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა". ადამიანებს კი, რომლებიც ტოვებენ მშობლიურ მიწას, მარგარეტი ურჩევს, რომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ ისტორიულ ადგილს და იბრძოლონ იმ გარემოს განვითარებისთვის, რადგან თუ თავად არ უპატრონეს სოფელს, სხვები არ იმუშავებენ უკეთესი პირობების შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდა ოჯახმა ხევსურული კაფ᳥ს შექმნა გადაწყვიტა, რითაც საინტერესოდ წარმოაჩენენ ხევსურეთისა და კონკრეტულად, შატილის ისტორიულ მხარეს. სულ ახლახან კი, შატილში სახელოსნოს გახსნისთვისა და საგამოფენო სივრცის შესაქმნელად, მარგარეტმა "აწარმოე საქართველოში" გრანტი მოიგო და თანადაფინანსებასთან ერთად, ახალი ინიციატივისთვის 24 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა. როგორ გაჩნდა კაფ᳥სა და სახელოსნოს შექმნის იდეა და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ოჯახს შატილის პოპულარიზაციისთვის? – 鶹-ის კითხვებს მარგარეტ დაიაური უასუხებს:

მარგარეტ, თავდაპირველად როგორ გაჩნდა ხევსურული კაფ᳥ს შექმნის იდეა და რა მთავარ ღირებულებაზე დგას იგი?
კაფ᳥ს გახსნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის ჩემს მეუღლეს, ხოლო სახელი − "მზესუმზირა", და დიზაინის კონცეფცია ჩემი მოფიქრებულია. გვსურდა, თემატურად ძალიან საინტერესო, განსხვავებული სივრცე გაგვეკეთებინა, ამიტომ ძველებური და თანამედროვე სტილი გავაერთიანეთ და შევქმენით ის, რაც დღესდღეობით გვაქვს.

კაფ᳥ს უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად სტუმრობენ თქვენს სივრცეს. როგორ ფიქრობთ, რას აფასებენ ყველაზე მეტად მომხმარებლები და რატომ გრძნობენ თქვენს კაფეში თავს მყუდროდ?
ვფიქრობ, ჩვენი კაფე, ადგილმდებარეობით, ორიგინალურობითა და დიზაინით, ერთდროულად მოსწონთ როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროს თაობას. მყუდრო, მხატვრული და ძალიან კომფორტული გარემო გვაქვს და ამასთან, მუდმივად ვცდილობთ თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ ამ ყველაფერს მომხმარებელი კარგად გრძნობს და აფასებს.

მარგარეტ, ადგილობრივ სტუმრებთან ერთად ხშირად გსტუმრობენ თუ არა უცხოელი ტურისტებიც? ყველაზე მეტად რა აღაფრთოვანებთ მათ?
დიახ, ჩვენი დამსვენებლები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც. ყველაზე მეტად მათ აღაფრთოვანებთ ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ძველებურ, ისტორიულ კოშკში ვცხოვრობთ და ნაწილობრივ, იმ ისტორიას ვაგრძელებთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. აღაფრთოვანებთ შატილის ციხე-ქალაქი, მისი არქიტექტურული დაგეგმარება, ისტორია, ტრადიციები, და რა თქმა უნდა, კაფე, რომელიც აქ განთავსდა და ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად აერთიანებს თანამედროვე და ძველებურ სტილს.

მარგარეტ, კაფ᳥ს გარდა, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუშაობთ სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცის გახსნაზე. სულ ახლახან მოიპოვეთ "აწარმოე საქართველოში" გრანტი. მოგვიყევით, რას მოიცავს ახალი ინიციატივა და რაში გამოიყენებთ მოზიდულ ინვესტიციას?
"აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, თანადაფინანსებიანად მოვიპოვე 24 000 ლარის ინვესტიცია. ჩემი მიზანი, შატილში სახელოსნოს გახსნა და საგამოფენო სივრცის შექმნა იყო, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააინტერესებდა დამსვენებლებს. ტურისტებს მუდმივად სურთ დაათვალიერონ ხევსურული, მხატვრული ნამუშევრები, გაიგონ ჩვენი კუთხის ისტორია და შეიტყონ მეტი საინტერესო ამბავი ან თუნდაც, გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრებები და ისტორია. სწორედ ამ მიზნით გამიჩნდა ეს ბიზნესიდეა და ვფიქრობ, ახალი ინიციატივა მეტ პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს კუთხეს და კონკრეტულად შატილს.

რა იყო ყველაზე ჸჸ გამოწვევა, როჸსაც კაფ᳥ს ქმნიჸთ?
ჩვენთვის ყველაზე ჸჸ გამოწვევა იყო ის, თუ რამდენად შევძლებდით ორი ახალგაზრდა, ამ ისტორიულ ადგილას, ყველაფერს მოწყვეტილები, მიზნის განხორციელებას, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როჸსაც ნულიდან დავიწყეთ ეს საქმიანობა და არანაირი ბიზნესგამოცდილება არ გვქონდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი შევძელით და საზოგადოებას აქაურობა უკეთ გავაცანით, დავაინტერესეთ და შევაყვარეთ ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს.

როგორია თქვენი სამომავლო განვითარების გეგმა და ხედვები? საბოლოო ჯამში, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი კაფე?
სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ჩვენი კაფე უნდა იყოს ინტელექტუალური და მხატვრული სივრცე, სადაც ადამიანები არა მხოლოდ დაისვენებენ, არამედ უამრავ მნიშვნელოვან რამეს შეისწავლიან. ახლოს გაიცნობენ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, მხატვრობასა და ხელოვნების ნებისმიერ ნამუშევარს. ჩაერთვებიან მასტერკლასებში, მოუსმენენ საინტერესო ლექციებს. ასევე, სურვილისამებრ, ჩატარდება წიგნისა თუ სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების პრეზენტაციები, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერესს ამ კუთხისადმი.

რა გძენთ მოტივაციას საქმესა და ცხოვრებაში?

ყველაზე დიდ მოტივაციას მძენს ხევსურეთის სიყვარული. ამაზე ჸჸ, მნიშვნელოვანი და ძვირფასი არაფერია. ინსირაციას მძენს ის საქმიანობა, რომელსაც ვაკეთებთ იმისათვის, რათა ხევსურეთს, ამ შემთხვევაში შატილს, მეტი ყურადღება დაეთმოს. ეს კუთხე უნდა გაიცნოს მთელმა მსოფლიომ, იმდენად საინტერესო და დიდებულია.
ელენე ლომსაძე

鶹 Staff

ȃრნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and 鶹ship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.