Loop Agency უძრავი ქონების ბაზარზე მომსახურების კულტურის შეცვლას ისახავს მიზნად

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება, თუმცა განვითარებასთან ერთად კვლავ რჩება პრობლემები, რომლებიც როგორც გამყიდველებს, ისე მყიდველებს ყოველდღიურად ექმნებათ.

ქონების გაყიდვის პროცესი ხშირად ქაოსურია, ერთი და იგივე ობიექტი სხვადასხვა სააგენტოს მიერ განსხვავებული ინფორმაციით ქვეყნდება, ვიზუალური მასალა რეალობას ვერ ასახავს, ხოლო მომხმარებლისთვის სანდო ინფორმაციის მიღება რთულ ამოცანად რჩება.

სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ შეიქმნა Loop Agency, კომპანია, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ უძრავი ქონების სააგენტოდ არ განიხილავს. მისი მიზანია ბაზარზე მომსახურების ახალი კულტურის დამკვიდრება, სადაც მთავარი ღირებულებები პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ნდობაა.

Loop Agency-ს დამფუძნებლის, ნიკა სიმონიას, თქმით, კომპანიის შექმნის იდეა სწორედ იმ გამოცდილებამ განაპირობა, რომელიც ტრადიციული სააგენტოების მუშაობის პროცესზე დაკვირვებისას ჩამოუყალიბდა.

"ჩვენ დავინახეთ, რომ ტრადიციულ სისტემაში უძრავი ქონების გაყიდვა ხშირად ქაოსურ, შაბლონურ და შემთხვევითობაზე დაფუძნებულ პროცესს ჰგავს. მომხმარებლები არაერთ გამოწვევას აწყდებიან – დაბალი ხარისხის მომსახურებას, არარეალურ ფოტოებსა და ინფორმაციის ნაკლებობას. სწორედ ამიტომ შეიქმნა Loop Agency, იმისათვის, რომ შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა უძრავი ქონების სააგენტოების შესახებ, აღმოფხვრას ეს ხარვეზები და ბინის ყიდვა-გაყიდვის პროცესი მარტივ, მაღალი ხარისხის და სანდო გამოცდილებად აქციოს".

კომპანიის საქმიანობის საფუძველს ექსკლუზიური წარმომადგენლობის მოდელი წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ბაზარზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, ერთი და იგივე ობიექტი ერთდროულად რამდენიმე სააგენტოს პორტფელში ხვდებოდეს, Loop Agency განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. კომპანია მიიჩნევს, რომ ერთი ქონების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ერთ პროფესიონალურ გუნდს უნდა ეკისრებოდეს.

ნიკა სიმონიას განმარტებით, ასეთი მოდელი სარგებელს ორივე მხარეს აძლევს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესი ექსკლუზიურ წარმომადგენლობასა და პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს სრულ სიმშვიდეს, მესაკუთრეს ჰყავს ერთი საიმედო პარტნიორი, რომელიც მაღალი სტანდარტით მართავს მთელ პროცესს, ხოლო მყიდველი იღებს გადამოწმებულ, ზუსტ და რეალურ ინფორმაციას".

დღეს, როდესაც ონლაინპლატფორმაზე განცხადების გამოქვეყნება პრაქტიკულად ყველას შეუძლია, კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ განცხადების არსებობით აღარ განისაზღვრება. სწორედ ამიტომ Loop Agency-ს მომსახურება მხოლოდ შუამავლობით არ შემოიფარგლება.

სააგენტო გამყიდველებს სთავაზობს პროფესიონალურ ფოტო- და ვიდეოგადაღებას, ქონების სწორ პოზიციონირებას, მარკეტინგულ მხარდაჭერასა და გაყიდვის პროცესის სრულ მართვას. შედეგად, მესაკუთრე თავისუფლდება ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესებისგან და საკუთარ ქონებას პროფესიონალებს ანდობს.

როგორც ნიკა სიმონია აღნიშნავს, თანამედროვე ბაზარზე განცხადების განთავსება წარმატებული გაყიდვის მხოლოდ მცირე ნაწილია.

კომპანიის სტრატეგიაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება, ხარისხი რაოდენობაზე მაღლა დგას. Loop Agency არ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ობიექტი მოიზიდოს. პირიქით, თითოეულ ქონებას ინდივიდუალური მიდგომით მართავს, რაც, კომპანიის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მდგრად შედეგს ქმნის.

Loop Agency-ს მომსახურებაში განსაკუთრებული ადგილი ვიზუალურ პრეზენტაციას უკავია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად სწორედ ფოტოებითა და ვიდეომასალით ყალიბდება, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც გაყიდვის სიჩქარეზე, ისე ქონების ღირებულებაზე.

"ვიზუალურ პრეზენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პროფესიონალური ფოტო– და ვიდეოკონტენტი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქონების ყველა უპირატესობასა და დეტალს. სწორედ ეს იპყრობს რეალური და მიზნობრივი მყიდველის ყურადღებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაყიდვის დროს და ხელს უწყობს ქონების რეალური ღირებულების შენარჩუნებას".

ამავე პრინციპით არის აგებული მყიდველებისთვის შეთავაზებული გამოცდილებაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეული ობიექტი წინასწარ გადის შემოწმებასა და შეფასებას, რის შემდეგაც ხდება მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის.

"Loop Agency არის სივრცე, სადაც არჩევანის გაკეთება მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნოა. თითოეული ბინა წინასწარ მოწმდება, ფასდება და სრულად მზადდება წარსადგენად. მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ რეალურ ვიზუალსა და გადამოწმებულ მონაცემებს, რაც გამორიცხავს გაურკვევლობასა და დროის დაკარგვას".

ნიკა სიმონია მიიჩნევს, რომ ქართული უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის ნაკლებობაა. მისი შეფასებით, სწორედ გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა გახდება ის ფაქტორები, რომლებიც ბაზრის მომავალს განსაზღვრავს.

"მზარდ ბაზარზე ნდობა ყველაზე დეფიციტური და ამავდროულად ყველაზე ღირებული რესურსია. ჩვენ გვინდა ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ უძრავი ქონება მხოლოდ შენობების ყიდვა-გაყიდვა არ არის, ეს არის ნდობაზე, ურთიერთობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პარტნიორობა. გამჭვირვალე მუშაობითა და მაღალი სტანდარტით ჩვენ ვცვლით არსებულ სტერეოტიპებს".

თუმცა კომპანიის ხედვა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ მოიცავს. Loop Agency საკუთარ განვითარებას საერთაშორისო მასშტაბითაც გეგმავს და საბოლოო მიზნად მსოფლიოში აღიარებული უძრავი ქონების ჰოლდინგის შექმნას ასახელებს.

"ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა შევქმნათ მსოფლიოში აღიარებული უძრავი ქონების ჰოლდინგი. პირველი ეტაპი ადგილობრივ ბაზარზე ახალი, მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, რასაც შემდგომში საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება და სერვისების განვითარება მოჰყვება".

კომპანიის პირველ ეტაპზე სამიზნე აუდიტორია არიან როგორც მესაკუთრეები, რომლებსაც სურთ თავიანთი ქონება ბაზარზე უმაღლესი სტანდარტით იყოს წარმოდგენილი, ისე მყიდველები, რომლებიც რეალურ, გადამოწმებულ ობიექტებს ეძებენ და გადაწყვეტილების მიღებას უსაფრთხო და გამჭვირვალე გარემოში ამჯობინებენ.

Loop Agency-ს ხედვით, თუ მომდევნო წლებში ქართული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, კომპანიის მთავარი წვლილი სწორედ ამ ცვლილების საფუძვლის შექმნა იქნება.

"მთავარი ცვლილება იქნება ბაზრის ტრანსფორმაცია, ქაოსურ, დაურეგულირებელ განცხადებებზე დაფუძნებული მოდელიდან ექსკლუზიურ, პასუხისმგებლიან და სანდო მომსახურებაზე გადასვლა".

Loop Agency ამ ეტაპზე საკუთარ საქმიანობას მხოლოდ უძრავი ქონების გაყიდვით არ განსაზღვრავს. კომპანიის ამბიცია ბაზარზე ახალი სტანდარტის შექმნაა, ისეთი მოდელის, სადაც მომსახურების ხარისხი, მომხმარებლის ნდობა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და არა გამონაკლისად.