MamberProject - ბრენდი, რǃელიც დამზადებულია ქართველებისგან ქართველებისთვის
By თეკლა ადამია
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რǃელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიისა თუ კულტურის გაცოცხლებასა და ყოველდღიურობაში გადმოტანას ისახავს მიზნად. ბრენდი ცდილობს მოსაწყენი ტანისამოსი უფრო საინტერესო და თვალშისაცემი გახადოს, ამავდროულად ქართული კულტურისა თუ ისტორიის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

სწორედ საქართველოს უნიკალური კულტურა, თავისი იდუმალებით, გახდა ბრენდის დაარსების ინსპირაციის წყარო, რǃელსაც 4 დამფუძნებელი ჰყავს − ნიკოლოზ ჩიტაიას, ლუკა ამბალიას, გიორგი გოროზიასა და ზურა ხუბუას სახით.
"ვფიქრობ, ის უამრავი ემოცია, რǃელსაც ჩვენი დიზაინი იწვევს, საამაყო და გამორჩეულია. სურვილი, რომ უფერული, სტრესული გარემო გავაფერადოთ, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. MamberProject-მა მსოფლიო უნდა მოიაროს და ყველას გულში უნდა გააღვივოს ის გრძნობები, რǃლ᳥ბიც ჩვენ მასში ჩავაქსოვეთ", − აღნიშნავენ კომპანიაში.

MamberProject-ის გუნდმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გაეტანათ და მათი შეძენა ემიგრანტებსაც შესძლებოდათ. სხვადასხვა უნიკალური დიზაინით ბრენდი ემიგრანტებს საკუთარი ქვეყნის მონატრებისა და ნოსტალგიის განქარვებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ სამოსი ლატვიაში წარმოებს და სწორედ აქედან ხდება რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში. დიზაინი არათუ დაპრინტულია, არამედ განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, რაც ნაჭერში საღებავის შერწყმას გულისხმობს. MamberProject-ის გუნდი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს კომპანიის სერვისების გაუმჯობესებაზე. დღესდღეობით, აშშ-სა და ევროპის ნებისმიერ წერტილში პროდუქტის მიწოდება 5-იდან 10 დღემდე ვადაში ხდება. ქართული ბრენდი თანდათანობით იმკვიდრებს თავს მსოფლიო ბაზარზე, რაც ციფრებშიც აისახება. მაგალითად, მიმდინარე თვეს, გასულ თვესთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 2096%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით ბრენდმა საქართველოსა და უცხოეთში 1159 პროდუქტი გაგზავნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, MamberProject-ის მიზანია, მალე მაღაზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გახსნას.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საქმიანობის მცირე პერიოდის მიუხედავად, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი წინაღობის გადალახვა მოუწიათ. თუმცა, დღეს ეს გამოწვევები წარსულს ჩაბარდა, ბრენდს კი შესაძლებლობა აქვს მომხმარებლების ნებისმიერი სურვილი დააკმაყოფილოს.

"ჩვენი მთავარი მიზანია სხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანები ქართული დიზაინით დავაინტერესოთ და მათ ჩვენი კულტურა საზღვრებს მიღმა გავატანოთ. ვცდილობთ, არ მოვექცეთ ჩარჩოებში, შესაბამისად ჩვენი მიზნებიც საკმაოდ ფართო და მასშტაბურია. ეს არის რაღაც ახალი! ახალგაზრდა და ქართული. სტილი, რǃელიც იქმნება ქართველებისგან ქართველებისთვის. ერთი სიტყვით, მთავარი იდეაა, დაგანახოთ სილამაზე და ინდივიდუალიზმი ქართული სულისა, რǃელიც ჩვენი დიზაინით შექმნილ სამოსში წარმოვაჩინეთ", − აღნიშნავენ კომპანიაში.