"მ᳥ამა" ქართული კომპანიაა, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციას და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
ინოვაციური და უნიკალური პროდუქცია, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, "მ᳥ამას" გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობაში იქმნება, რომელმაც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვანი აღიარება უკვე მოიპოვა. შენობა აერთიანებს როგორც საწარმოს, ასევე საოფისე სივრცეებსა და "მწვანე" ზონებს, რაც ფუნქციურად და ესთეტიკურად ჰარმონიულად ბალანსდება.
"მ᳥ამა" სიახლ᳥ების მოყვარულებისთვის ნამდვილი თავგადასავალია. მისი მრავალფეროვანი პროდუქცია, შენობა თუ ნებისმიერი ინტერაქცია კომპანიასთან, გაცნობს "მ᳥ამას" ბრენდის ფილოსოფიასა და ხედვას.
"მ᳥ამას" საწარმოში იქმნება ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულები. ამ ორივე პროდუქტის ერთდროულად მომზადება მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ხდება, კომპანია აწარმოებს ჩაის კაფსულებსაც, რაც ნამდვილად სიახლეა ქართულ ბაზარზე და ასევე, ნალექიანი ყავის სხვადასხვა სახეობას.

"მ᳥ამას" ტექნოლოგებმა სპეციალურად, ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით, ამერიკულ და ევროპულ ფორმატში 17 სხვადასხვა სახეობის ყავისა და 7 სახეობის ჩაის გემოები შექმნეს, რომელთა რეცეპტები კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა.
მუდმივად განმეორებადი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი გემოების პარალელურად, კომპანია მომხმარებლებს გაყიდვის განსხვავებულ, ინოვაციურ არხებს სთავაზობს. "მ᳥ამას" ინჟინრების მიერ შეიქმნა ყავის კაფსულების თანამედროვე ვენდინგაპარატები – დროფერი და აუთდროფერი, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ. ორივე მოწყობილობა მარტივად იმართება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სმარტფონის საშუალებით შეიძინონ სასურველი ყავის კაფსულა.
ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან წელიწადნახევარში, თანმხლები პანდემიური ფონის მიუხედავად, "მ᳥ამა" აქტიურად ვითარდება. ამ პერიოდში მის პროდუქციას შეემატა ყავის ახალი არომატული გემოები, თბილისში გაიხსნა ბრენდული სივრცეები და ასევე განსხვავებული კონცეფციის take away-ობიექტები – "მ᳥ამა" ქოლექთები. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდა და წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.
"მ᳥ამას", როგორც წარმატებული და უკვე საკმაოდ პოპულარული ბრენდისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანიის გენერალურ დირექტორ ლუკა კაპანაძეს გავ᳥საუბრ᳥თ.
"თავდაპირველად, საქართველოში კაფსულის ყავის წარმოების იდეა გაჩნდა. შემდეგ დაიწყო ამ იდეის დამუშავება, კადრების მოძიება-გადამზადება, მაღალტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და სხვადასხვა სახის რესურსის მოძიება. იდეის გაჩენიდან 5 წელი გავიდა და დღეს უკვე უახლესი, ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გვაქვს, რომლის შექმნასაც ძიება და ზოგადად, ძალიან საინტერესო პროცესები უძღოდა.

იდეის მთავარი მამოძრავებელი იყო, საქართველოში შეგვექმნა წარმატებული ბიზნესმოდელი, რომელიც შემდეგ მსოფლიოში აუცილებლად იგივე წარმატებით დაიმკვიდრებდა თავს. "მ᳥ამას" რაღაც ახალი, განსხვავებული უნდა ეთქვა და ყავის ტრადიციული კულტურა, თანამედროვე, ციფრული გადაწყვეტები ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ანუ მიზანი არა მხოლოდ ყავის კაფსულის, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაც იყო. მათ შორის გაყიდვის ინოვაციური არხების შექმნა, რომელიც ახალ კომფორტულ და მანამდე არარსებულ გამოცდილებას გაუზიარებდა ყავის მოყვარულებს. განსაკუთრებით კი ამის დანერგვა საინტერესო იყო საოფისე სივრცეებში, სადაც ყავისა და ჩაის მოსამზადებლად ყველა საჭირო რესურსის მობილიზება არც ისე მარტივია.
უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ორივე − ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულების ერთდროულად წარმოება. ამას დაემატა ყავის მრავალფეროვანი გემოების რეცეპტურისა და დამზადების ტექნოლოგიების შემუშავება, რაც ჩვენს პროდუქციას ყველასგან გამოარჩევს და მკაფიო ხასიათს სძენს", − გვიყვება "მ᳥ამას" გენერალური დირექტორი.
იმისათვის, რომ ქართული ბაზრისა და მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებით შექმნილიყო თითოეული გემო, საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა. დიდი გამოწვევა იმ ადამიანების პოვნა იყო, ვინც უშუალოდ პროდუქციას შექმნიდა. საქართველოში ყავის ტექნოლოგები არ არსებობდნენ, ამიტომ კომპანიამ საჭირო უნარების მქონე კადრები, შესაბამისი განათლების მისაღებად, სხვადასხვა ქვეყანაში გაუშვა. "მ᳥ამას" ტექნოლოგები წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ყავის სკოლებში გადამზადდნენ, სადაც მათ შეიძინეს შესაბამისი ცოდნა და ყავის გემოების შექმნის გამოცდილება.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ უახლესი, ევროპული დანადგარების მოძიება, რომლითაც დღეს "მ᳥ამას" პროდუქცია იწარმოება.
როგორც "მ᳥ამას" გენერალური დირექტორი გვიამბობს, მიუხედავად საკმაოდ რთული წლისა, რომელიც გამოწვეული იყო არსებული პანდემიით და მისი თანმხლები ეკონომიკური პროცესებით, "მ᳥ამამ" თბილისში 4 ბრენდული სივრცე და განსხვავებული კონცეფციის take away ობიექტები, სახელწოდებით "მ᳥ამა ქოლექთი" 7 ლოკაციაზე გახსნა. ყველა ამ ობიექტში მომხმარებელი განსხვავებულ გამოცდილებას იღებს, ეცნობა საქართველოში შექმნილ მაღალი ხარისხის პროდუქტს და აგემოვნებს როგორც ყავას და ჩაის, ასევე სიახლეს ქართულ ბაზარზე − სხვადასხვა სახეობის ყავისა და ჩაის კოქტეილებს.
"მ᳥ამას" უახლოეს გეგმებში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის ბრენდული სივრცეებისა და ქოლექთების გახსნაა. მიმდინარე თვიდან "მ᳥ამას" უკვე შევხვდებით როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ახალ ობიექტში ადგილობრივები დასაქმდებიან. "მ᳥ამა" აქცენტს მოტივირებულ და პროფესიონალ კადრებზე ამახვილებს და დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებსაც. თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას კი "მ᳥ამაში" დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან პროფესიონალი კადრების მოძიება, შენარჩუნება და გაზრდა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით: "მ᳥ამას" გეგმებშია ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. "გვსურს, "მ᳥ამას" ბრენდი წარმოდგენილი იყოს არაერთ ქვეყანაში. ამისათვის ბევრს ვმუშაობთ და შემდეგი ეტაპი უკვე საქართველოში შექმნილი წარმატებული მოდელის საზღვრებს გარეთ გატანა იქნება. მთავარია, შევარჩიოთ სწორი პარტნიორი, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფილოსოფიასა და მიდგომებს, და საქართველოში უკვე წარმატებით დამკვიდრებულ გამოცდილებას თავის ქვეყანაში ანალოგიურად დანერგავს. შევქმენით ბიზნესმოდელი, რომელიც წარმატებით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ერგება მომხმარებლების მოთხოვნებსა და კომფორტს. ჩვენ ვქმნით მთლიან ეკოსისტემას და სწორედ ამას ვთავაზობთ უცხოელ პარტნიორებს − მათ ვისთან ერთადაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მოვიაზრებთ ერთობლივ ბიზნესსაქმიანობას. აღსანიშნავია, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია", − ლუკა კაპანაძე.
ამ ყველაფრის უკან კი თანამედროვე, სიახლ᳥ებისა და ინოვაციების მოყვარული გუნდია − ადამიანები, რომლებიც ქმნიან კომპანიის მართვის თანამედროვე მოდელს, ინოვაციურ პროექტებს, უნიკალურ გემოებსა და ზოგადად, პროგრესს საქართველოში.
დღეს ამ სტატიით ვასრულებთ "მ᳥ამას" შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციების თქვენამდე მოტანას, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე და იმ ადამიანების გაცნობა გველის, ვინც საქართველოში ქმნის წარმატებულ ქართულ ბრენდს, რომელიც მალე იგივე წარმატების მიღწევას გლობალურ ბაზარზე გეგმავს.